Digest Logo

ახდენილი ბავშვობის სურვილი, ქმარ-შვილი და ცხოვრება ტელევიზიის გარეთ - თამთა სანიკიძის პორტრეტი

1731668238
თამთა სანიკიძე

ჟურნალისტ თამთა სანიკიძეს საზოგადოებრივი არხის მაყურებელი კარგად იცნობს - ის უკვე წლებია არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას „მოამბეს“ უძღვება. 

როგორც თავად აღნიშნავდა, ჟურნალისტიკა ბავშვობიდან იზიდავდა და ამ პროფესიით პირველად 15 წლის ასაკში დაინტერესდა. ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მესამე კურსზე იყო, როცა სტაჟირების პროგრამაში მოხვდა და მისი კარიერაც ასე დაიწყო.

„საკუთარი თავი პირველად ამ პროფესიაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, რადიომაუწყებლობის კაბინეტში სწავლის დროს წარმოვიდგინე. მაშინ სასახლის რადიოს შიდა მაუწყებლობისთვის გვავალებდნენ რეპორტაჟების მომზადებას სასახლის სხვადასხვა წრეში ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. სასახლეში დაწერილი საკონფერენციო თემაც სწორედ მაშინდელ სატელევიზიო ახალ ამბებს უკავშირდებოდა. ინტერესმა და ცნობისმოყვარეობამ გადამაწყვეტინა გამოცდების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. მესამე კურსზე ვიყავი, როცა სტაჟირების კურსი გავიარე ტელეკომპანია „კავკასიაში.

იმავე წელს კონკურსი გამოცხადდა პირველ არხზე. სწორედ მაშინ იწყებოდა საზოგადოებრივ მაუწყებლად ფორმირების პროცესი. მაშინდელმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, უნივერსიტეტიდან სტუდენტებისთვის ტელევიზიაში მუშაობის შანსი მიეცათ. გამიმართლა და კონკურსის გზით შერჩეულ რამდენიმე სტუდენტს შორის მეც მოვხვდი“, - ამბობდა თამთა Okmagazine-თან საუბრისას. 

თამთა 2015 წელს დაოჯახდა. ჟურ­ნა­ლის­ტის რჩე­უ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დის­შვი­ლი, შმა­გი კო­ბა­ხი­ძე გახ­და. წყვილს ერთი შვილი ჰყავს, რომელიც გასულ წელს დაიბადა.

შმაგი კობახიძე წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა. ის რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირია და აქტიურად უჭერდა მხარს გიორგი გახარიას. თამთა ოჯახის შესახებ საჯაროდ არასდროს საუბრობს, მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს კი არასდროს აქვეყნებს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემს უმაგრეს ბებიას ვულოცავ დაბადების დღეს“ - კირა ანდრონიკაშვილი იუბილარია

„მადლობა რომ წაქცევისთვის არ გამიმეტე, არ გამწირე, პოეტის უწმინდესი სახელისთვის თვალი გამასწორებინე“ - ტარიელ ხარხელაურის ცოლი იუბილარია

🎥 „თავისუფალი ვარ, ძროხის მოწველაც ვიცი, ცხენებიც მიყვარს, ყველის გაკეთებაც“ - რას ჰყვება ია დათუკიშვილი, რომელსაც სოცქსელებში „კუკუშათი“ იცნობენ

წყარო: marao.ge