Digest Logo

🎥 „ახლა იცის, რომ როცა დამინახავს, უნდა გაქრეს“ - რატომ გაუსწორდა გურამ ბაღდოშვილი მიშა ავსაჯანიშვილს ფიზიკურად?

1777969392
გურამ ბაღდოშვილი

ფიზიკური დაპირისპირება შეფმზარეულებს შორის: გურამ ბაღდოშვილმა მიშა ავსაჯანიშვილს ერთ-ერთ კლუბში სცემა. აღნიშნულ თემაზე მზარეულმა პირველად, იუმორისტულ პოდკასტში „სარკასტიკა“ ისაუბრა. როგორც გურამ ბაღდოშვილი ამბობს, მათი სკანდალი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მან „ფორმულა“ დატოვა. 

გურამ ბაღდოშვილი ადასტურებს, რომ მიშა ავსაჯანიშვილს სახეში სილა გააწნა:

„ზალიკო ბერგერის ფრაზა მახსენდება მაგ თემაზე: ან რა ჩემი ტოლაა, ან რა ჩემი ზომაა... ერთი მაგის დედაც...

კლუბში ვიყავი მეგობრებთან ერთად. მივედი, არავინ მინახავს, ვიყავი ჩემთვის. დავიღალე და გარეთ გავედი. იქ ვიღაც მანდილოსანთან ერთად იყო, რაღაცებს ბლუყუნებდა და თავი ვეღარ შევიკავე - სილა გავაწანი. ძირს ვერ დავარდა, წინ ბევრი ხალხი იყო და იმათ დაეცა.

მე ვარ, როგორც პითონი: ნუ შემეხები, და თუ შემეხები - დედას მ****ავ! ასეთი ვარ. ჩემთან ასეთი ზღვარია, ვინც არ უნდა იყოს.

ეს ისტორია ტელეკომპანია „ფორმულადან“ დაიწყო. როცა გადაცემიდან ჩემი პირადი მიზეზების გამო წამოვედი, ხმა არ ამომიღია - არსად პოსტი არ დამიდვია, არც მადლობა მითქვამს და არც ნახვამდის; არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ საზოგადოებას ეს სჭირდებოდა. ჰოდა, რომ წამოვედი, მიშამ და პროდაქშენმა ვითომ „ამკინწლეს“, მაგის მერე „ზუბი“ მქონდა. მოითხოვა, მოითხოვა და მოხვდა კიდეც.

ყოველ შემთხვევაში, ახლა იცის, რომ როცა დამინახავს, უნდა გაქრეს“, - ამბობს გურამ ბაღდოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კაცის ხელი უფრო დოვლათიანია კერძის მიმართ, არ ზოგავს ინგრედიენტს, უფრო გახსნილია ექსპერიმენტისთვის“ - რატომ აირჩია გურამ ბაღდოშვილმა მზარეულობა?

🎥 „ასაკი თავისას შვება, ადრე უფრო მეტი მქონდა...“ - რამდენი რესტორანი აქვს გურამ ბაღდოშვილს პორტუგალიაში?

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც მაისში პლანეტა მერკურის გავლენით მნიშვნელოვნად შეიცვლება