Digest Logo

ალექსანდერ ვოლკანოვსკი - „თუ UFC-ის თოფურიასა და მახაჩევის ბრძოლის ორგანიზება არ შეუძლია, ქართველს შევხვდები“

1738845900
ალექსანდერ ვოლკანოვსკი

ავსტრალიაში გასამართი UFC 312-ის წინ ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ „ფოქს სპორტ ავსტრალიასთან“ თავისი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც 36 წლის მებრძოლი აღნიშნავს, მზადაა, ილია თოფურიას შეხვდეს, თუ მსუბუქ წონაში ქართველისა და ისლამ მახაჩევის ბრძოლის ორგანიზება ვერ მოხერხდება.

„არ მინდა, ვინმეს ტიტულისთვის ოცნებაში ხელი შევუშალო. ობიექტურად, თოფურიასთან ბრძოლა მსურს. თუ UFC ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ბრძოლაზე მუშაობს და ეს გამოვა, მაშინ კარგი მათთვის, ხოლო თუ ამის გაკეთება არ შეუძლიათ, დროს ნუ დავკარგავთ და ჩვენი შეხვედრა ჩავნიშნოთ. ამ საკითხს მე ასე ვუყურებ“, – განაცხადა ვოლკანოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ილია თოფურიამ 2024 წლის თებერვალში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონის სტატუსი წაართვა. მას შემდეგ ავსტრალიელს ბრძოლა არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება 28 წლის დაუმარცხებელ ქართველ სპორტსმენს, თოფურიამ წონის შეცვლის სურვილი უკვე რამდენჯერმე ღიად გამოხატა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕თოვლის მთვარე - რა გავლენას მოახდენს 12 თებერვლის სავსე მთვარე ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელზე და რას უნდა ვუფრთხილდეთ?

🎥 „გეძლევათ შანსი შექმნათ ოჯახი, წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ“ - რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში 2025 წელს?!

⭕„ფული ადვილად მოდის, ასევე სწრაფად აორთქლდება, ძალიან კარგი დღეა პაემნებისთვის, შეხვედრებისთვის, მეგობრული საუბრებისთვის“ - ხათუნა ნოელი 7 თებერვალს ასტროპროგნოზზე

წყარო: 1tv.ge