დანიაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 23 წლის ალექსანდრე მერკვილაძეს, რომელმაც მატჩი 12 ქულით დაასრულა (4/4 სამქულიანი). პრესკონფერენციაზე მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა სწორედ მერკვილაძე იახლა:
„მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა. მით უმეტეს ისეთ პოზიციაზე, რომელზედაც თორნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე, გიორგი კორსანტია თამაშობენ.
შეიძლება ბურთი ჩავაგდო, შეიძლება – ვერა, მაგრამ მე კალათბურთელი ვარ და ვცდილობ სწორად ვითამაშო, გავაკეთო ის, რასაც მწვრთნელი დამავალებს“, – განაცხადა ალექსანდრე მერკვილაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა დანია 89:71 დაამარცხა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ჯანეტ ქერდიყოშვილი ტელეკომპანია „იმედზე“ ახალ გადაცემას წაიყვანს - ნახეთ, შვილების რეაქცია