„ძალიან რთულია ეს დღეები. თითქოს ღმერთმა გვაჩვენა უწმინდესის სახით, როგორი უნდა იყოს ადამიანი - არა მხოლოდ პატრიარქი, არამედ - ადამიანი, იმ პირველქმნილი ადამიანის სახე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა, - განაცხადა მსახიობმა, კახა მიქიაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“.
მისი თქმით, პატრიარქი ძალიან უშუალო და თავმდაბალი ადამიანი იყო, რომლის მთავარი გზავნილი იყო სიყვარული.
„პატრიარქი იყო საოცრად მოწესრიგებული, ურთიერთობებში უშუალო და თავმდაბალი, ჰქონდა ზღაპრული იუმორი, ყველაფერს ათავსებდა ერთმანეთთან.
ჩემი პირველი გაცნობა მასთან მაშინ მოხდა, როცა საპატრიარქოში დავიწყე მსახურება და ჩემი მორიგეობა იყო. ეზოში ჩამოდიოდა იქ ლოცულობდა 6-საათიან ლოცვას. უცებ ლიფტის კარი გაიღო და მარტო გამოვიდა უწმინდესი.
მასზე წარსულში საუბარი ძალიან მძიმეა. ახლა განცდა მაქვს, რომ ჩვენ თურმე არ ვიცოდით პატრიარქის სიდიადე და ახლა ვიგებთ. ჩვენ ვიცოდით ერთი პატრიარქი და ახლა ვიწყებთ გაგებას იმ პატრიარქის, რომელიც რეალურად იყო და ღმერთმა გვანახა როგორ განადიდა ის.
იმ დღეებს რომ ვახსენებთ, ჩემს თვალწინ ძალიან ბევრი სასწაული მოხდა. ერთი მწერს, რომ მოიყვანეს შვილი, რომელიც გაივლიდა თუ არა არ იცოდნენ, ემთხვიეს [პატრიარქს] და ბავშვმა გაიარა. ერთი შემთხვევა ვიცი, რომ პანაშვიდიდან წავიდნენ მანქანით, ჩაეძინათ, მანქანა გადავარდა და უვნებლები გადმოვიდნენ. ახლაც გვაჩვენებს, რომ უფრო ზრუნავს ჩვენზე.
ვერ წარმოედგინა პატრიარქს სიყვარულის გარეშე ცხოვრება და მისი მთავარი გზავნილი, სწორედ სიყვარული იყო“, - აღნიშნა კახა მიქიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„სილამაზე და პოზიტივი“ - რა კადრებს გვიზიარებს ჯანეტ ქერდიყოშვილი
🎥 „თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო…“ – ლიკუნა კუჭუხიძის პირველი ინტერვიუ