Digest Logo

„ამ წელს ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ, ყველა მატჩი, რომელსაც შინ ვთამაშობთ ძალიან გვაბედნიერებს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში“ - ხვიჩა კვარაცხელია

1763061155
ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-5 ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქე, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული გუნდი იქნება.

„ამ წელს ბოლო საშინაო მატჩს გავმართავთ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა თამაში, რომელსაც შინ ვთამაშობთ ძალიან გვაბედნიერებს, რადგან ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვიწევს თამაში. წინა შეკრებაზე ტრავმები მქონდა, მაგრამ ვცდილობ, რომ ნაკრებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯო, რადგან ჩემი ხალხისთვის და გუნდელებისთვის თამაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დღეიდან ყველანაირი look-ის მორგება შემიძლია, სარეაბილიტაციო პერიოდი ოფიციალურად დასრულებულია“ - მერსი სულხანიშვილი

🎥 „40 წლის ზემოთ თითქმის ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეხუთე კაცს ოსტეოართრიტი აქვს“ - სახსრების ტკივილის მიზეზები, კოტე თოდუას რჩევები

⭕„ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ჩემი მეგობარია“ - ენი გასიევა გიორგი ყიფშიძესთან დაშორებასა და ცხოვრების ახალ ეტაპზე