Digest Logo

„ამიტომაც, ვაპიპინებთ და ვაპიპინებთ ქართველები ყველგან, ყოველთვის, მუდამ, განუწყვეტლივ!“ - ბაკურ სვანიძე

1640789859
ბაკურ სვანიძე

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე საქართველოში ავტომობილების მოძრაობით შექმნილ ვითარებას აღწერს და წერს რომ მძღოლების უდიდესი ნაწილი უკულტუროა. ამასთან, სვანიძე წერს, თუ რატომ შეიძლება ასიგნალებდნენ მუდმივად მძღოლების უმეტესობა.

„არ არსებობს მსოფლიოში სხვა ხალხი, რომელიც ავტომობილს მოფერებით „პ ი პ ი ა ს“ ეძახდეს! ე თ ნ ო ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი ი ს ყველაზე კარგი საკვლევი.

საგანი - ავტომობილების ს ი გ ნ ა ლ ი ა! აი, დილით, ჩემი სახლიდან ცოტა მოშორებით მდებარე მარკეტში წავედი მ ა ნ ქ ა ნ ი თ... სხვა დროს ფეხით მივდივარ ხოლმე, ახლა ს ი ც ი ვ ი ს გამო მანქანა გამოვიყენე.

ამით იმის თქმა მინდა, რომ მანძილი არც ისე შორია, ფეხით მიდი-მოდის მაქსიმუმ 20 წუთი უნდა... ჰოდა, აი, ამ სავალზე, მინიმუმ რ ვ ა სხვადასხვა მანქანამ დამისიგნალა აბსოლუტურად უმარტივეს სიტუაციებში.

რიგ შემთხვევებში, ისედაც ვიზამდი იმას, რასაც ჩემგან სიგნალით „მოითხოვდნენ“ და უმეტესად, უბრალოდ ვერ გავიგე რატომ აძლევდნენ სიგნალს, რას უნდოდათ? ჰოდა, უცებ დავფიქრდი - მანქანის სიგნალი, ანუ „პიპინი“ ქართველებისთვის ერთგვარი ს ა კ რ ა ლ უ რ ი მნიშვნელობისაა თავიდანვე!

აბა, დაუკვირდით, მსოფლიოში რომელიმე სხვა ქვეყნის ბ ა ვ შ ვ ე ბ ი ეძახიან ავტომობილს „პ ი პ ი ა ს“? არა! „ტაჩკა“ „ფურა“ „კალიოსკი“ და ა.შ. ანუ რაღაც გადაადგილების საშუალებასთან ასოცირდება მანქანა! აი, ქართველი ბავშვი კი, რომ ჩაგიჯდება მანქანაში, წავიდეთ გავისეირნოთო კი არ გეტყვის, არამედ - „დ ა მ ა პ ი პ ი ნ ე ბ ი ე ო!“ - გთხოვს აუცილებლად!

თამაშის დროსაც, ქართველი ბავშვი დაატარებს ხელით თავის სათამაშო მაქანას და გაიძახის „პიპიიიი პიპიიიი“ ანუ ავტომობილი პირველ რიგში რატომღაც „პიპინთან“ ასოცირდება და არა სადმე წასვლა-წამოსვლასთან... მართლა არ მახსენდება, რომელი ხალხი მსოფლიოში ავტომობილს მოფერებით სახელად „პიპიას“ ეძახდეს...

ჰოდა, აკი, თქვა კიდეც ე გ ზ ი უ პ ე რ მ ა - ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო! აი, ასე, მოვდივართ და „მოვაპიპინებთ“ ქართველები ჩვენს ბავშვობაში ნაოცნებარ „პიპიებს“... შეიძლება ყველამ ზუსტად ის „პიპია“ ვერ შევიძინეთ, რომელიც გვსურდა, მაგრამ მაინც ხომ „პიპიაა“? მაშ, რა აზრი აზრი აქვს ბავშვობაში ამდენ საკუთარი ხმით „ნაპიპინებს“ თუ ეს ბავშვობის დროინდელი „პიპინის“ დაუოკებელი სურვილი ჩვენს უკვე „მართალ პიპიებზე“ არ ავისრულეთ?

ამიტომაც, ვაპიპინებთ და ვაპიპინებთ ქართველები ყველგან, ყოველთვის, მუდამ, განუწყვეტლივ! წითელ შუქნიშანზეც კი, რომ ვდგავართ, მაინც ვაპიპინებთ... ვინც არ გვიცნობს ქართველებს, ეს პიპინი აგრესიის გამოხატულება ჰგონია და უკვირს... მაგრამ სინამდვილეში ეს ჩვენთვის უბრალოდ ჩვენს ბავშვობაში დაბრუნება, გართობა და უწყინარი თამაშია... დ ი ლ ა პ ი პ ი ი ი ი პ მ შ ვ ი დ ო ბ ი ს ა ქართველებო!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და ბლოგერი ბაკურ სვანიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე