Digest Logo

ანრი ბიბინეიშვილი: უდედობა ამქვეყნიური ტანჯვა და სასჯელია

1770144397
მსახიობ ანრი ბიბინეიშვილ-

მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედასა და ოჯახზე საუბრობს.

მსახიობმა დედის გარდაცვალების პერიოდი ემოციურად გაიხსენა:

„ჩემს მომავალ მეუღლეს რამდენჯერაც პაემანზე შვხვდი, იმდენჯერ მეძინა. პაემანი არ იყო, მაგრამ ერთხელ, ვიკამათეთ და რომ შემრიგებოდა, შემწვარი ხამსა და ლუდი გავუგზავნე საჩუქრად. სხვათა შორის, შემირიგდა.

მაისში, როცა პირველად გავაცნობიერე, რომ შეიძლებოდა, დედის გარეშე დავრჩენილიყავი. საბოლოო ჯამში, მაინც ასე მოხდა, მაგრამ პირველად რომ გაუჩერდა გული, ეს კოშმარი იყო. მას შემდეგ 16-ჯერ გაუჩერდა 6 დღეში, მაგრამ პირველს ვერასდროს დავივიწყებ. ძლივს მოვბრუნდი ამქვეყნად. ის 6 წუთი, მისი გულის ასამუშავებლად რომ წვალობდნენ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უბედური იყო. მაინც ვერ გადავარჩინე. უდედობა ამქვეყნიური ტანჯვა და სასჯელია. შვიდი თვეა, ვცდილობ, ჩვენი საერთო დადებითი მოგონებები გავიხსენო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებ, მარტო ის მახსენდება, როცა ვატკინე, როცა რაღაც დავაშავე მის წინაშე. არაფერია იმაზე დიდი შიში, როცა დედის გარეშე რჩები.

დედაჩემის შვილობით. მიუხედავად იმისა, რომ კარგი შვილები და სამაგალითო ცოლი მყავს, ფანტასტიკური ოჯახი შევქმენით, ყველაზე მეტად მაინც დედაჩემი მეამაყება, თუკი რამეში გამიმართლა, თუნდაც მეუღლესა და შვილებში, იმის დამსახურებაა, რომ ასეთი მადლიანი დედა მყავდა“, - ამბობს ანრი ბიბინეიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სტრესით დაიწყო, ჩემთან კი გავაახალგაზრდავე, ისეთ ვიდზეა“ - როგორ ავარჯიშებდა ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილ ქმარს

⭕„მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

⭕„სიმამაცისა და კარიერული წინსვლის ეფექტურ თილისმად ითვლება...“ - ქეთი ოდიშელი ცხენის წელზე