მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებაში აქტუალურობას არ კარგავს. მას არაერთი სკანდალი უკავშირდება. გასულ წელს პაიჭაძე რჩეულს, ბიზნესმენ დავით კოდუას დაშორდა, რამაც ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ამჯერად კი მას გადაცემა „სარკასტიკიდან“ გიორგი ნაზღაიძე დაუკავშირდა, რომელმაც პირად ცხოვრებასა და ყოფილ მეუღლეზე კითხვები დაუსვა.
როგორც ალექსანდრა პაიჭაძე ამბობს, კოდუასთან შერიგებას არ აპირებს.
- შენზე ვნახეთ ვიდეო, სადაც იძახი, რომ შენს გვერდით კაცი ნავარჯიშები უნდა იყოსო. შენი ბოლო მეუღლე (დავით კოდუა) რომელ დარბაზში დადიოდა?
ალექსანდრა პაიჭაძე: ყოველდღე დადის უკვე წელიწად-ნახევარია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
- ტანზე რომ არ ეტყობა?
ალექსანდრა პაიჭაძე: გახდილი ნანახი გყავს? რატომ არ ეტყობა? მე მყავს ნანახი გახდილი და პროგრესშია. მუცელი არ აქვს, დელტები აქვს, პრესი აქვს და, მთავარია, ის აქვს მეტი რა გინდათ? არ ვაპირებ მასთან დაბრუნებას, თუმცა მიხარია, რომ ვარჯიშობს და კარგადაა. გავაახალგაზრდავე, ისეთ ვიდზეა, მე წავედი მისგან.
- მართალია, რომ დედამთილმა გამოგიშვა სახლიდან, თუ წამოხვედი?
ალექსანდრა პაიჭაძე: ჰო, წამოვედი, ოღონდ კარგა ხანია. ჩემი ნებით წამოვედი და შეთანხმებით. ქონება დამრჩა, კი. არ გავთხოვილვარ, საქმე მაგაშია, ისე მოვიპოვე ქონება. ლამაზი, ნაზი და ქალური ვარ.
- სტრესი ხომ არ აქვს, მაგიტომ ხომ არ დაიწყო ვარჯიში შენმა ყოფილმა ქმარმა?
ალექსანდრა პაიჭაძე: კი, სტრესი რომ აქვს, ზუსტად მაგიტომ დაიწყო. ვერ დააფასა ჩემი თავი და მაგიტომ დარჩა ასე. არ უღალატია, არც არაფერი ენანება დღემდე ჩემთვის. არ მინდოდა იმ სახლში ყოფნა. იყო პატარა კონფლიქტი მის დედასთან. არც სახლში ვბრუნდები და არც ადამიანთან.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან
⭕„სიმამაცისა და კარიერული წინსვლის ეფექტურ თილისმად ითვლება...“ - ქეთი ოდიშელი ცხენის წელზე
🎥 „ჩემ თავს გავუბრაზდი, ბორია ახალგაზრდა კაცი ხარ...“ - როგორ დაიკლო ბორის ბედიამ წონაში?