20 იანვარს, ღამის საათებში, საგარეჯოში, ერთ-ერთი კორპუსის აივნიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო.
გამოძიების ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილია 5 პირი. გარდაცვლილია 6 ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი და, ასევე, თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
⭕„გადაეფარა მოქალაქეს და გულის არეში მოხვდა ტყვია“ - ვინ არის გარდაცვლილი პოლიციელი?
თავდამსხმელი 49 წლის ყოფილი სამხედრო პირი - ნოდარ ათუაშვილია.
ამჟამად პოლიციაში გამოკითხვაზეა ოქროს მოწმე, თავდამსხმელის ვაჟი იმყოფება. ის შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, როგორც ცნობილია, მან გამოქცევა შეძლო და ეზოში მოკლული ხალხი ნახა.
ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.
„აქ არ მოასვენონ ცხედარი. თუ უნდათ, ნაგავში გადააგდონ!“, – ამბობს ათუაშვილის მეზობელი, რომელიც უმძიმესი ღამის თვითმხილველი გახდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელს მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი მონაზონია და ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობს. ასევე ჰყავს ძმა, რომელთანაც ურთიერთობა არ ჰქონდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ქალის მდგომარეობა მძიმეა - საგარეჯოში სროლის შედეგად დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს
⭕🎥 საგარეჯოში შეიარაღებულმა პირმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
⭕გავრცელებული ინფორმაციით, საგარეჯოში ერთ-ერთ კორპუსში შეჭრილმა კაცმა რამდენიმე ადამიანი მოკლა