Digest Logo

„არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ“ - მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა

1713519311
ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა

69 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაცია, ირაკლი სუთიძის მეუღლემ, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კორძახიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

 

კოლეგის გარდაცვალებას ეხმაურება ლელა ბაკურაძე და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„არ იქნებოდა ეს ცხოვრება საინტერესო უმისოდ. არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი და მეც ჩუმად მირჩევნია ვიყო“, – წერს ლელა ბაკურაძე.

ირაკლი სუთიძემ 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია , სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დაზგური გრაფიკის მიმართულებით. 1983-1986 წლებში მუშაობდა საკავშირო სამხატვრო აკადემიის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში; მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებსა და პროექტებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (Ca Global Future, ვენა, ავსტრია, 1994; კავკასიელი მხატვრები, ლიბერალურ პროფესიათა სახლი, მონპელიე, საფრანგეთი, 1999; „შეეხე საქართველოს“, გერმანიის განვითარების ბანკი, კიოლნი, გერმანია, 2013; Mia Casa, ტოსკანა, იტალია, 2015; და სხვ.); ჰქონდა არაერთი პერსონალური გამოფენა თბილისში. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს და საზღვარგარეთის მუზეუმებსა და გალერეებში: ეროვნული მუზეუმი და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, თბილისი; გალერეა „ელექტრა“, საუსალიტო, აშშ; ნიკოლა სტრონახის გალერეა, ფერმოილ ლოჯი, კასტელო, ირლანდია და გერცევის გალერეა, მოსკოვი რუსეთი. აგრეთვე კერძო კოლექციებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ: საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, ჰაიტი, ნიდერლანდების სამეფო, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, თურქეთი, ესპანეთი, შვეიცარია, აშშ, იტალია, ავსტრია, კორეა, ირლანდია, აზერბაიჯანი, იაპონია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი.

გთავაზობთ მის რამდენიმე ნამუშევარს:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕19 აპრილი - ვინ დაიბადა და რა მოხდა ამ დღეს?

⭕„დაუვიწყარი, სიყვარულით სავსე დღეები... ოჯახში მალე ოთხნი ვიქნებით, გვჯერა, ღმერთი ბევრ საოცარ რამეს გვიმზადებს“ – ილია თოფურია მეუღლესთან ერთად მაიამის სანაპიროზე ისვენებს

⭕მეუღლის „მკვლელობა“, 7-წლიანი პატიმრობა, გაციმბირება და სხვა ამბები გია ფერაძის შესახებ