
მუსიკოსი ცოლ-ქმარი ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე, კარიერული თვალსაზრისით, მთელი ცხოვრება აქტიურები არიან, თუმცა, მათი წყვილი განსაკუთრებით პოპულარული ბოლო პერიოდში, სატელევიზიო პროექტ „მიმღერეში“ მონაწილეობის შემდეგ გახდა.
ანუკა გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც ერთი სახალისო ისტორია გაიხსენა:
„ამბების მოსმენა ძალიან მიყვარს, არ დავმალავ. გოგოები როცა ერთად ვიკრიბებით ველოდები რაღაც ახლის მოყოლას, მაგრამ არა უარყოფითის, რადგან არ შემიძლია ამის მოსმენა, ძალიან ვნერვიულობ.
ჩემზე ცუდი ჭორი არ მომისმენია, მაგრამ ერთი სახალისო ისტორია იყო.
ვმღეროდით, ერთი ქალი იყო, მე ვიცი ამათ შორის ხდება რაღაცო, არ იცოდა რომ ცოლ-ქმარი ვიყავით და ამბობდა, ვიცი ამათ შორის რაღაც არისო“, - ამბობს ანუკა ცქვიტინიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ნებისმიერ უარყოფით კომენტარზეც ძალიან განვიცდი, ღამე ვერ ვიძინებ...“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა