Digest Logo

🎥 „ერთი ქალი მობრძანებულა, სართული შეშლია და კარებზე დაწერა - შე უბედურო, როლი აღარ გეღირსება“ - რას იხსენებს ნათელა მუხულიშვილი

1741894870
ნათელა მუხულიშვილი

78 წლის მსახიობი ნათელა მუხულიშვილი გადაცემის „სხვა რაკურსი“ სტუმარი იყო, სადაც მან ჭორებზე და ადამიანების მხრიდან უარყოფით განწყობებზე ისაუბრა. მან ერთი ისტორია გაიხსენა, რომელიც თავს 2008 წელს გადახდა:

„2008 წელს ასეთი პრობლემა დადგა, გახსნეს ჩემი სახელობის ვარსკვლავი, რისი კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი. 

მერე მოხდა ერთი არასასიამოვნო ფაქტი, ერთმა ქალბატონმა დაუმსახურებლად მომაყენა შეურაცხყოფა, მერე დავთანხმდი ეს ხომ ვიღაცებს არ ესიამოვნება - მეთქი. 

ერთ დღესაც, მოვდივარ რეპეტიციიდან და ლოჯის ფანჯარა იყო ღია. ჩემი მეზობელი, მანია ნათელა გენაცვალე, შენ არ ინერვიულოო. ვკითხე - ცუდი რამ მოხდა -მეთქი? მეუბნება, ჩვენ არ გვჯერა მაგ სისულელის, ვგიჟდებით შენზეო. მე ვერ გეტყვი რა მოხდა, მესამე სართულზე ავთო გეტყვისო. 

თურმე ერთი ქალი მობრძანებულა, სართული შეშლიათ და კარებზე დაწერეს შე უბედურო შენა, შენ ხომ როლი აღარ გეღირსება, შე საცოდაო, ასეთო და ისეთო“, - ამბობს ნათელა მუხულიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნებისმიერ უარყოფით კომენტარზეც ძალიან განვიცდი, ღამე ვერ ვიძინებ...“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა

🎥 „შეიძლება ასაკის ბრალია, მაგრამ ძალიან არ მსიამოვნებს ჭორების მოსმენა არც სხვაზე, არც ჩემზე“ - რას ამბობს სალომე გოგიაშვილი

„შეუდარებელი სილამაზე გაქვს“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს