Digest Logo

„არასწორი სტრატეგია გავაკეთე ცნობადობისთვის, ერთ-ერთია, როდესაც ფსალმუნს ვკითხულობ, ეს გადაცემა მეზიზღება!“ - თამო ვაშალომიძე წარსულ შეცდომებსა და ტრანსფორმაციაზე

1752673966
თამო ვაშლომიძე

მსახიობი, ფოტომოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის ბრენდის – „თამოსკინის“ დამფუძნებელი თამო ვაშალომიძე წლებია, ქართულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ რჩება.

მან თავისი მიზანდასახულობით ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი.

რამდენიმე დღის წინ თამო 34 წლის გახდა.

ამჯერად იგი გადაცემის „პირველი სტუდია ეკა ჩხეიძესთან ერთად“ სტუმარი იყო, სადაც საკუთარ წარსულზე, შეცდომებსა და მომხდარ ტრანსფორმაციაზე საუბრობს.

ვაშალომიძე იხსენებს, როგორ მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. თუმცა დღეს ნანობს, რომ პოპულარობა ცხოვრების არასწორი მეთოდით მიიღო.

„ვიყავი მეოცნებე ბავშვი, ახლა აღარ ვარ ასეთი. გავხდი უფრო რეალისტი, დასახული მაქვს ისეთი მიზნები, რისი გაკეთებაც შემიძლია. ბავშვობაში ხან ექიმი მინდოდა გამოვსულიყავი, ხან ფოტომოდელი, ჟურნალისტი, მინდოდა ცნობილი ვყოფილიყავი. მაშინ ძალიან ცოტა ტელევიზია იყო და რომ ვხედავდი წამყვანებს, მოდელებს, მომღერლებს სულ მინდოდა მეც იქ ვყოფილიყავი. მერე ეს ოცნებები გაქრა, ფიქრობ იმაზე, რომ გადარჩე, იცხოვრო, აღარ გწამს იმის. 

მერე შემთხვევით მირჩიეს, რაღაც კონკურსზე გასვლა და ის კონკურსი იყო, რამაც ჩემი ცხოვრება გადაატრიალა. ამ გადასახედიდან იმას ვნანობ, რომ არასწორი სტრატეგია გავაკეთე ცნობადობისთვის. იმ მომენტში, როცა მარტო ცხოვრობ, მუშაობ, რომ სახლის ქირა გადაიხადო და ხდები უცებ ცნობადი, იმაზე ვეღარ ფიქრობ, რომ რა ნაბიჯით ხდები ცნობილი.

სამწუხაროდ, არასწორი მიმართულებით მომიწია წასვლა, არსებობს გადაცემები, რასაც ვუყურებ და ჩემი თავის მრცხვენია, ერთ-ერთია, სადაც ფსალმუნს ვკითხულობ და ეს გადაცემა მეზიზღება. ამას ჰქვია, რომ გავიზარდე. რაღაცები სხვანაირად დავინახე, ჩემი თავი საზოგადოებას დავანახვე როგორიც ვიყავი, თამაში აღარ მიწევს. თუმცა ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ ასე ვერ ვიფიქრებდი, ეს უნდა გამევლო. 

ბავშვობაში ყველაზე რთული იყო სოფლიდან თბილისში გადმოსვლა, მქონდა კილო, იმას არ ვამბობ, რომ კილო ცუდია. წარმოიდგინეთ, ცხოვრობ რაიონში, გერმანულს ვსწავლობდი, თბილისში ინგლისურ ენოვანი გავხდი და დაიწყო ბულინგი, არ მყავდა მეგობარი, პრობლემები იყო ოჯახში და საკმაოდ რთული იყო. ეს თემა დავასრულე, ყველას ყველაფერი ვაპატიე და ახლა ორივესთან დისტანციური ურთიერთობა მაქვს...“, - ამბობს თამო ვაშალომიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„მთელი ცხოვრება მტკიცებაში ვარ, მინდა ვიყო თავდაჯერებული, წინ ბევრი ბრძოლა მელოდება, ამისთვის სულიერად ვემზადები“ - თამო ვაშალომიძე

„ჩემი „ინსტაგრამი“ უეცრად გაქრა...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს სოსო ნებიერიძე

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2025 წლის აგვისტოში განსაკუთრებული წარმატება ელოდება