ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შს სამინისტროს ცნობით, ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 4 ცხედარი.
დაღუპულებს შორისაა 20 წლის ნიაკო რობაქიძე, რომელსაც ახლობლები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
„როგორც ვერ გამოიძებნა ამ სამყაროში ადგილი შენისთანა ნიჭიერი, კეთილშობილი და ფერადი ადამიანისთვის. როგორ მენანები, ჩემო ნიაკო. რამდენი წარმატება გელოდებოდა წინ, კიდევ სტიპენდიები, სერტიფიკატები, კონფერენციები… ჩემო გამორჩეულო და უსაზღვროდ მოკრძალებულო, გემშვიდობები და ზეცაში რომ შევხვდებით, მანდაც დამხვდი შენი ჩვეული ღიმილით. 19-ში როგორ ჩავატარო ლექცია უშენოდ?“.
„ნია, ჩემო სულის ნაწილო, ვერ ვიჯერებ, არ მინდა დავიჯერო, რომ აღარ მყავხარ. შენზე წარსულში ვერ ვისაუბრებ.
შენ ხარ უსაყვარლესი, კეთილი და უნაკლო ანგელოზი, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში მრავალი ბედნიერი მოგონება შექმნა. ყველა ნაბიჯი ერთად გადავდგით, სტიპენდია, კონფერენცია, შენს გარდა სხვა მეწყვილე ვერ წარმომიდგენია. მთელი თვე მე მამშვიდებდი, ჩემს ტკივილს იზიარებდი და იმედს მაძლევდი და ახლა შენ მტოვებ.
შენ ყოველთვის იქნები ჩემი სული და გულის ნაწილი, საუკეთესო მეგობარი და საყვარელი დაიკო. რამდენ გეგმებს ვაწყობდით ერთად, არ ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება შენი ღიმილის და ხუმრობების გარეშე, შენი მხარში დგომის გარეშე.
ვერ ვსუნთქავ, გული მეკუმშება, არ მინდა რომ ეს სიმართლე იყოს. მიყვარხარ ჩემო ანგელოზო, შენი ლამაზი ოჯახი.
უფალმა დაგიმკვიდროთ წმინდა სასუფეველში ადგილი“, - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕5-დღიანი პატიმრობის შემდეგ, ნატა ფერაძემ საპატიმრო დატოვა
🎥 უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან - ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი