Digest Logo

„არასდროს დაგვავიწყდება თქვენი ამაგი და გვერდში დგომა...“ - სოხუმის გიორგი რატიანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

1725994128
დავით კობახიძე

სოხუმის გიორგი რატიანის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდაიცვალა თეატრის რეჟისორი, პედაგოგი და დამსახურებული მოღვაწე დავით კობახიძე.

„ჩვენი თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი რეჟისორი, პედაგოგი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ბატონი დავით კობახიძე.
ბატონი დავითის ღვაწლი ქართულ თეატრალურ სამყაროში განუსაზღვრელია. მან აღზარდა არაერთი თაობა მსახიობების, რომლებიც ამშვენებენ ქართულ თეატრს.

ბატონი დავით კობახიძე დევნილობისას გვერდში დაუდგა ჩვენს თეატრს მთავარი რეჟისორის ასპარესზზე და დადგა მრავალი სპექტაკლი ,რომელიც შეიყვარა ჩვენმა მაყურებელმა.

გემშვიდობებით ბატონო დავით თქვენი აღზრდილი სტუდენტები და თეატრალები. არასდროს დაგვავიწყდება თქვენი ამაგი და გვერდში დგომა.

პანაშვიდები 11, 12 13 სექტემბერი
მისამართი : უნივერსიტეტის ქუჩა 6
სარიტუალო სახლი (გრინვეისთან)“, - აღნიშნულია თეატრის ინფორმაციაში.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ნიკოლოზ ბასილაშვილმა რენის ჩელენჯერის პირველ წრეში გერმანელი მაქს ვიშკანდტი დაამარცხა

🎥 „ყურადღებით, რამე არ გამოგეპაროთ“ - ხავი დე ლა ოსა მორიგ სახალისო ვიდეოს გვიზიარებს

🎥 რა იწვევს ხერხემლის დეფორმაციას და როგორ ვუმკურნალოთ მას? - ექიმის რჩევები