
ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს რომ სიმაღლიდან ჩამოვარდა და დაზიანდა:
„ამ წამს მითხრეს, რომ ისეთი გამოუსწორებელი არაფერი მჭირს და ჩემებისთვის ვწერ ამას. და იმათთვის, ვინც უახლოეს დღეებში მელოდებოდა, იმიტომ რომ ვერსად ვერ მოვალ ცოტა ხანს. ამწამს, კლინიკაში ვწევარ. სრულიად შემთხვევით, სიმაღლიდან ჩამოვვარდი და მაგრად დავილეწე. თავი მაქვს ყველაზე ცუდად გახეთქილი და ერთგან ცუდად გამიკერეს. ახლა თავიდან მიკერავენ და ალბათ ორი კვირა უნდა ვიწვე. ტვინი მაქვს შერყეული, მუხლებიც ძალიან ცუდადაა და სიარული ჯერ არ შემიძლია. დანარჩენი ტანი უბრალოდ ნაჟეჟი და გაშავებული მაქვს. კარგად ვარ და ბეწვის ნახევარზე გადარჩენილი. არაფერი არ მომივა, ჯერ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. მალე დავბრუნდები. მანამდე დროდადრო შეგაწუხებთ ხოლმე ჩემებს. გკოცნით და მიყვარხართ“, - წერს აკა სინჯიკაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: