
არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიგა ბათიაშვილმა 1958 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
თბილისის მერი კახა კალაძე არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
„ჩვენს ქალაქზე უზომოდ შეყვარებული და მასზე მოამაგე, საპატიო თბილისელი, თბილისის კოლორიტი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გამოაკლდა ჩვენს რიგებს. ადამიანი, რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს თბილისის ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და ქალაქის არქიტექტურის განვითარებაში.
მთელი გულით ვიზიარებ გიგა ბათიაშვილის ოჯახის წევრების, მეგობრების, მისი კოლეგების მწუხარებას.
გიგა ბათიაშვილის სახელი სამუდამოდ დარჩება თბილისის არქიტექტურაში", - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ👇