Digest Logo

🎥 „ასაკზე არასდროს ვფიქრობ, ეს მინარჩუნებს განწყობას და ინტერესებს... არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი, ცხოვრებას უნდა ებრძოლო“ - საინტერესო ადამიანები სიბერეზე

1730791022
სულიკო ხეტეშვილი

ასაკის მატება პრივილეგიაა. ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი, რომელიც ახალ სირთულეებს გვიმზადებს - აღნიშნულ თემაზე გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“ საინტერესო ადამიანები ჩაწერა და ემოციური სიუჟეტი ააწყო. 

გადაცემის სტუმრები მეცნიერი თამარ ცინცაძე და თეატრმცოდნე სულიკო ხეტეშვილი იყვნენ, რომლებმაც ასაკის მატებასთან არსებულ სირთულეებზე ისაუბრეს.

„ასაკზე არასდროს ვფიქრობ, ეს მინარჩუნებს განწყობას და ინტერესებს. ქალს არასდროს სიამოვნებს ასაკის შეხსენება. რაც უფრო ნაკლებად იფიქრებთ ცვლილებებზე და ასაკზე, უფრო ნაკლებად მოგეკარებათ ის. ყოველთვის მიყვარდა კარგად ჩაცმა, ბოლო წლებში დავდივარ ძალიან ბევრს ფეხით. ყველას ვურჩევდი მემუარების წერას, ამით ოჯახს ისტორიას დაუტოვებთ და თან ეს არის ერთგვარი თერაპია“, - ამბობს თამარ ცინცაძე.

„სიბერე ცხოვრების ერთ-ერთი ელემენტია, რასაც ვერ გაექცევი. არ უნდა დაყარო ფარ-ხმალი, ცხოვრებას უნდა ებრძოლო. ფიქრის დრო გაქვს მთელი ცხოვრება, რაც კარგია იმაზე ვფიქრობ, რაც ცუდია იმის გახსენება არ მიყვარს. ზომიერების გრძნობა არ უნდა დაკარგოს ადამიანმა“, - ამბობს სულიკო ხეტეშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან, არ არის სასურველი გარისკვა“ - 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

🎥 5 ნოემბერს წითურების დღეს აღნიშნავენ - საინტერესო ფაქტები ჟღალ ადამიანებზე

🎥 „იყო ღვთაება, ოპტიმიზმის საბადო, სიყვარულის არნახული ენერგიის მატარებელი“ - უცნობი ფაქტები და მოგონებები დედაზე, რაც მიხეილ ცაგარელს დღემდე თან სდევს