
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, უცნობი პირები, რომლებიც მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის, სიმართლეს არ შეესაბამება.
საპატრიარქოს ცნობით, აღნიშნული პირები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
„ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ისეთი შემთხვევა, როდესაც უცნობი პირები მობილური ტელეფონის მეშვეობით უკავშირდებიან მოქალაქეებს და სთხოვენ თანხას თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ახლად დაარსებული საქველმოქმედო ფონდისათვის.
რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ეკლესიის სახელის გამოყენებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
გთხოვთ, ასეთი ფაქტების დაფიქსირებისა და შეტყობინების მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გვაცნობოთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება და მსგავსი გაურკვევლობის აღმოფხვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„გაგვივრცელეთ ეს ამბავი, ბავშვებისთვის ნაღდი სასწაული უნდა დავატრიალოთ“ - აკა სინჯიკაშვილი
🔵„დღეს იყავით ფრთხილი - ნუ აჰყვებით ცდუნებებს“ - მიხეილ ცაგარელი