Digest Logo

„ათი წელი მაცხოვრეს იმ ფიქრით, რომ მქონდა გაფანტული სკლეროზი და სულ სხვა რამ აღმოჩნდა...“ - რას ამბობს ეკა კვალიაშვილი

1776778383
ეკა კვალიაშვილი

მომღერალ ეკა კვალიაშვილს ათი წლის წინ ექიმებმა გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს, ამჯერად კი თურქეთში გაკეთებულმა ანალიზებმა ეს დაავადება გამორიცხა და გლუტენის აუტანლობა დაუდგინა, რომელიც ალერგიას იწვევდა და საშინელ რეაქციას აძლევდა.

აღნიშნულ თემაზე მომღერალი „თბილისელებს“ ესაუბრა:

„ცოტა ხნის წინ თურქეთში გახლდით, სამსუნგის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ცუდად წავიქეცი, ფეხი დავიზიანე, სიარული მიჭირდა და ამ ტრავმის გამო, წავედი თურქეთში.

საქართველოში, ვისთანაც მივედი, ვერაფერი მომიხერხეს; გავაკეთე კონცერტები, შევაგროვე თანხა, თურქეთში რომ გამეგო, რის გამო მიჭირს სიარული, რისი ბრალია და რა მკურნალობაა ჩასატარებელი. რომ ჩავედი, ძალიან კარგ ენდოკრინოლოგთან მოვხვდი, გამიკეთა ანალიზები და მითხრა: 25 წლის გოგოს ანალიზებიაო.

აღმოჩნდა, რომ გაფანტული სკლეროზი არ მაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისეთი ანალიზები არ მექნებოდა. იმ ექიმმა ანალიზების პასუხები მაინც გადაამოწმა სტამბოლის მთავარ კლინიკაში, რომ რაიმე შეცდომა არ ყოფილიყო და იქიდანაც, იგივე პასუხი მოვიდა. არადა, სულ ალერგია მქონდა, არცერთი მედიკამენტი არ მშველოდა, ორგანიზმი „გამიგიჟდა“.

მოკლედ, პასუხებში წერია: არანაირი გაფანტული სკლეროზი, ეს არის ავტოიმუნური დაავადება, ოღონდ არა გენეტიკური, უბრალოდ, ეს არის გლუტენის აუტანლობა, ანუ ორგანიზმი ვერ იტანს გლუტენს. მთელი ათი წელი მაცხოვრეს იმ ფიქრით, რომ მქონდა გაფანტული სკლეროზი და სულ სხვა რამ აღმოჩნდა.

სხვათა შორის, რომ ამბობდნენ გაფანტული სკლეროზიო, ჩემს თავზე არ ვიღებდი, ასე მეგონა, სხვაზე საუბრობდნენ. ერთი წამითაც არ დამიშვია, რომ ეს დაავადება მჭირდა და არც განვიცდიდი. გადავედი უგლუტენო საკვებზე, ჩაწყნარდა ორგანიზმი და დავისვენე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სულ ვამბობდი: ჩემი განკურნება სასწაულებრივი იქნება-მეთქი და ასეც მოხდა.

სულ სხვა საკითხზე ჩასული, სულ სხვა პრობლემა აღმოჩნდა. ფეხზე კი ფიზიოთერაპიით უნდა ვიმკურნალო“, - ამბობს ეკა კვალიაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა - რა ვიცით მის ვიზიტზე საქართველოში

რას ნიშნავს მოწამებრივი ღვაწლი - თეოდორე გიგნაძის განმარტება

🎥 „ჩემი გული დაკავებულია, არ ჰყავს ოჯახი...“ - რას ჰყვება ნინი ბადურაშვილი რჩეულზე

წყარო: tbiliselebi.ge