2025 წლის 21 აპრილს რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა.
იგი 88 წლის იყო.
შეგახსენებთ საქართველოში მის ვიზიტს 👇
2016 წლის 30 სექტემბერს, პაპი ფრანცისკე საქართველოს ესტუმრა. იგი თბილისის აეროპორტში 15:00 საათზე ჩამოფრინდა, სადაც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მთავრობის წევრები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია მეორე დახვდნენ.
⏺︎ პაპის დასახვედრად, აეროპორტში იმყოფებოდნენ საქართველოში მოღვაწე კათოლიკე სასულიერო პირები და მრევლი.
იმ პერიოდში, პაპი ფრანცისკე შეხვდა პრეზიდენტს, ქვეყნის ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს.
⏺︎ მომდევნო დღეს, 1-ელ ოქტომბერს, 10:00 საათზე პაპმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვა აღავლინა, რომელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო. კათოლიკე მრევლის გარდა, ლიტურგიაზე იმყოფებოდნენ სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებიც.
ამავე დღეს, პაპმა მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარიც მოინახულა. 2 ოქტომბერს კი ბაქოში გაემგზავრა.
⏺︎ მისი ვიზიტი მნიშვნელოვან ფაქტად დარჩა, არა მხოლოდ საქართველოში კათოლიკე ეკლესიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისათვის.
წყარო: კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო. 
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რას ნიშნავს მოწამებრივი ღვაწლი - თეოდორე გიგნაძის განმარტება
🎥 „ჩემი გული დაკავებულია, არ ჰყავს ოჯახი...“ - რას ჰყვება ნინი ბადურაშვილი რჩეულზე