ნინი ბადურაშვილი 1985 წლის 27 დეკემბერს რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისა და ქართველი მომღერლისა და მსახიობის, ეკა კახიანის ოჯახში დაიბადა.
იგი გადაცემის „სარკასტიკა“ სტუმარი იყო, სადაც პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც თავად აღნიშნავს, მომღერალი შეყვარებულია, თუმცა რჩეულის ვინაობას არ ამხელს:
„ჩემი გული დაკავებულია. ვინ არის არ ვიტყვი. ფეხბურთელი არ არის, არც ცნობილია.
ფოტო არ ამოანათოთ, თორემ მერე ის ამომანათებს მე.
ვინ თქვა რომ ოჯახი ჰყავს? არ ჰყავს ოჯახი.
შეყვარებულია, საქმრო რანაირი სიტყვაა.
არ ვიცი გათხოვება მინდა თუ არა. რასაც ვუყურებ, ხალხი ძალიან მარტივად თხოვდება. მე დიდხანს ვფიქრობ და ძალიან მიჭირს ეს საკითხები.
არასდროს მიოცნებია ქორწილზე. არანაირი მოთხოვნილებები არ მაქვს ურთიერთობაში, მხოლოდ არ მიყვარს ჩარევა და მითითებები.
ვაკეში სახლი ჩემით ვიყიდე, მეორე ნახევარი არ დამხმარებია. გარემონტებული ვიყიდე, მგონი 150 კვადრატულია“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამცირებს სტრესს, ბულინგისა და გარიყვის რისკს“ - ფსიქოთერაპევტი სავალდებულო სასკოლო ფორმებზე
⭕რატომ გვეცოდება ადამიანი და როგორია ნამდვილი მხარდაჭერა - „საკუთარ შიშს ვხედავთ მასში“