ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი მაია ზალდასტანიშვილი მედიკოსია მრავალწლიანი საექიმო გამოცდილებით, იგი არაერთი საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციის წევრია.
✅ რა არის იმუნიტეტი?
✅რომელი ორგანოებია პასუხისმგებელი იმუნიტეტზე?
✅ადამიანზეა დამოკიდებული კარგი იმუნიტეტი? - აღნიშნულ საკითხებზე ექიმმა „გვანცას პოდკასტში“ ისაუბრა:
„იმუნიტეტი ორგანიზმის დაცვითი მექანიზმების ერთობლიობაა. ის არის როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი. ადამიანი იბადება გარკვეული თანდაყოლილი იმუნიტეტით, რასაც დედის ორგანიზმიდან იღებს და სწორედ შემდეგ ერთვება ძუძუთი კვება, რითაც ძლიერდება იმუნიტეტი. შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე ყალიბდება ეს იმუნიტეტი.
თუ დედას გადატანილი აქვს რაღაც ინფექციები, მაგალითად წითელა, ამის გამო ცხოვრების დასაწყისში პირველივე თვეს ბავშვს არ დაემართება წითელა. შემდეგ სუსტდება ეს თანდაყოლილი იმუნიტეტი და თუ არ მოხდა ვაქცინაცია, წითელა შეხვდება“.
- სად იწყება და სად ვითარდება იმუნიტეტი?
„სისხლის თეთრი ბურთულაკები, ლეიკოციტები, ლიმფოციტები, რაც ძვლის ტვინში ყალიბდება, ანუ ძვლის ტვინში იწყება ადამიანის იმუნური სისტემა! შემდეგ მოდის თიმუსი, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებში, დროთა განმავლობაში ეს თიმუსი იკლებს, მცირდება ზომაში, მაგრამ მთელი ცხოვრების განმავლობაში რჩება. ასევე ლიმფურ ჯირკვლებში ხდება ანტისხეულის წარმოქმნა და შეხება შეჭრილ ვირუსთან, ბაქტერიასთან. როცა ინფექციური დაავადებაა, ამ დროს დიდდება ჯირკვლები.
ელენთაშიც ხდება გარკვეულწილად იმუნური სისტემის გამომუშავება და ნაწლავის მიკრობიოტაში, რაც დიდ როლს ასრულებს იმუნიტეტის განვითარებაში.
სამწუხაროდ, ადამიანის ხელში არ არის ყოველთვის იმუნიტეტი, ძლიერი იმუნური პასუხი, ამას ვერ ვაკონტროლებთ“, - ამბობს მაია ზალდასტანიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: