Digest Logo

ავარია მარჯანიშვილზე - მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი

1726927633
ავარია მარჯანიშვილზე - მსუბუქად დაშავდა 1 ადამიანი

თბილისში, მარჯანიშვილზე, აბაშიძის და ჯავახიშვილის კუთხეში კათოლიკურ ეკლესიასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

📷 სოციალურ ქსელში ვრცელდება.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „დღეს დაიბადა ის, ვისაც იესოს შემდეგ ყველაზე ხშირად ვახსენებთ ხოლმე“ - გია მურღულია

⭕ „დამირეკა და მითხრა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?“ - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი

⭕„დამირეკა და მითხრა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?“ - ბექა ჯაიანის დედის პირველი კომენტარი