Digest Logo

ავარია წალენჯიხაში - დაშავებულია 6 ადამიანი

1774558991
პოლიციაპოლიცია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯგალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ცნობით, ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შემთხვევის შესახებ სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ბავშვებისთვისაც კი მაქვს ნათქვამი, მამათქვენი უფრო მიყვარს -მეთქი, ვუვლიდი როგორც ბავშვს“ - ნოდარ დუმბაძის და ნანული გუგუნავას სიყვარულის ისტორია

„მუდმივი ყოფნა იყო ჩემს გონებაში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი... ხშირად ვამბობდი, ნანა სფინქსია, ბოლომდე ვერ გამოვიცანი“ - გელა ჩარკვიანის სიყვარულის ისტორია

„გავიცანი კარნავალზე და ვიკითხე ეს ვინ არის მეთქი? მომეწონა, მის ჯინაზე ყველა ბიჭ კურსელს ვეცეკვე“ - ქეთინო კიკნაძის სიყვარულის ისტორია