Digest Logo

🎥 „ავტობუსიდან რომ ჩამოვედით უკან გავედი და მოთქმით ვქვითინებდი...“ - რატომ აატირა ლაშა ტალახაძემ გიორგი ჭინჭარაული?

1731482025
ლაშა ტალახაძე

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი - რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარი იყო, სადაც მან წამყვანის ჩამჭრელ და უხერხულ კითხვებს დეტექტორის ქვეშ გულწრფელად უპასუხა.

გადაცემაში ერთ-ერთი კითხვა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ დასვა.

„ოდესმე ამიტირებიხარ?“, - ლაშა ტალახაძის დასმულ კითხვას გიორგი ჭინჭარაულმა ასე უპასუხა: 

„კი, ავუტირებივარ. ჩვენი ურთიერთობა თითქმის 11 წელს ითვლის. ჩვენ არა მარტო სპორტსმენი და ექიმი ვართ, არამედ მაქვს სხვა პასუხისმგებლობებიც მის ოჯახთან - ვარ ლაშას მეჯვარე და ბავშვის ნათლია. ეს სიყვარული, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს არის არა მარტო თანამშრომლობრივი, არამედ ოჯახისწევრულიც. ცრემლები ვერ შემიკავებია მაშინაც, როდესაც ამდენი რეკორდი დაუმყარებია და ბევრ წარმატებას მიუღწევია. როცა იცი რომ იქ შენი იოტისოდენა წვლილიც არის შეტანილი - ეს არის სიხარულის ცრემლი. მაგრამ ჩვენ გვიჩხუბია, ძალიან მაგრად სიტყვიერად ოღონდ. სიტყვიერად ისეთი ცუდი რაღაცები გვითქვამს თვითონაც აღნიშნავს ხოლმე - „მე კი მწარე ენა მაქვს, მაგრამ შენ ორმაგადო“.

ყველაზე მეტად ამ ურთიერთობაში გული დამწყდება იმაზე, თუ ლაშა იტყვის, რომ მე მის წარმატებაში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. მან იცის, რომ ამ თემაზე თუ გაამახვილებს ყურადღებას, გულს მატკენს. ერთხელ იყო ავტობუსში ეგეთი შემთხვევა, როცა რეპლიკა მესროლა მწარე. იქამდე შევყევით ერთმანეთს, რომ ერთმანეთი არ დავინდეთ. წამოსცდა - რა გაგიკეთებიაო?! იმ მომენტში ვერაფერი ვუთხარი, მაგრამ ავტობუსიდან რომ ჩამოვედით უკან გავედი და მოთქმით ვქვითინებდი“, - გაიხსენა გიორგი ჭინჭარაულმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „აქტიური ქმედებებისგან თავი შევიკავოთ...“ - 13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი და რეკომენდაციები ხათუნა ნოელისგან

⭕ „არა, ჩემი და არ ვარ... არც ტყუპისცალი მყავს, მე ვარ...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს

🎥 „ბედნიერი მამა, შვილის ნათლობაზე...“ - ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის კადრები