
აპრილიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტით სამგზავრო მატარებელი იმოძრავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანისა და საქართველოს შესაბამის ორგანოებს შორის. გავრცელებული ცნობით, ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელი მუშაობას აპრილიდან განაახლებს. მგზავრთა გადაყვანა განხორციელდება შვეიცარიული Stadler-ის მატარებლებით.
აზერბაიჯანის რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა აზერბაიჯანულ მედიას განუცხადა, რომ საერთაშორისო სამგზავრო ტრანსპორტირება ამჟამად შეჩერებულია აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების დახურვის გამო.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „მუხლები მიკანკალებდა იმდენად მეშინოდა, მაგრამ გავბედე...“ - რას ჰყვება თათა გიორგობიანი?