ბაბი კირკიტაძე პოპულარული ქართველი მომღერალი, ტელეწამყვანი და მსახიობია.
დღეს, 21 ივლისს, მას დაბადების დღე აქვს - იგი 31 წლის გახდა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „იმედის დილის“ გუნდმა მომღერალს თაიგული, სპეციალური მუსიკის ფონზე, პირდაპირ ეთერში გადასცა:
„ესეც ჩემი 31 🎂
მიყვარხართ, მადლობა“, - წერს ბაბი კირკიტაძე.
ბაბი კირკიტაძე ფართო საზოგადოებამ „ღამის შოუს ბენდის“ (The Night Show Band) წევრობით გაიცნო. აქტიურად ასრულებს როგორც დუეტებს სხვადასხვა მომღერლებთან (მაგალითად, ანრი ჯოხაძესთან), ისე საავტორო სიმღერებს.
მუშაობს ტელეკომპანია „იმედზე“, სადაც არის „იმედის დილის“ გუნდის წევრი და ტელეწამყვანი.
მონაწილეობდა და გახდა მეგაპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-11 სეზონის გამარჯვებული.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ ვიქცევით გიურზასგან დაკბენის შემთხვევაში? - ჰერპეტოლოგ შოთა ზანდუკელის განმარტება
⭕„შესაძლოა მცირე გეგმები ჩაგეშალოთ, მაგრამ ეს არ არის კატასტროფა“ - 21 ივლისის ტაროლოგიური პროგნოზი