ლიკუნა კუჭუხიძე, რომელიც უმძიმეს ავარიას გადაურჩა, სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც მეუღლის გარდაცვალების ამბავი გაიხსენა.
ლიკუნა კუჭუხიძემ მოჰყვა უმძიმესი ავარიის დეტალები. როგორც იგი ამბობს, რამდენიმე დღე გათიშული იყო, 1 თვე კი ხელოვნურ კომაში:
„ბევრს ჰგონია, რომ ქორწილი იყო და „ვგონკაობდით“. მსგავსი არაფერი ყოფილა. 25 რიცხვში ბაჩო უნდა ყოფილიყო მეჯვარე, წინა დღით ანუ 24-ში გავაწყვეთ მანქანა ქორწილისთვის. სულ იძახდა, რომ ამ ქორწილში სასწაული და რაღაც ძალიან მაგარი მოხდებაო.
ვბრუნდებოდით ამ დღეს სახლში, ამავე მანქანით მეტი არაფერი მახსოვს. ერთი ეგ მახსოვს ბაჩომ რომ დაიყვირა - „ბიძია ეს რას შვრებაო“. ყველაფერი განათდა, გავითიშე. ჩემ გარდაცვალებას ელოდებოდა ყველა, ყველა მძიმედ მე ვყოფილვარ. ნოემბერში გავახილე თვალები, ერთი თვე ვიყავი ხელოვნურ კომაში, რამდენიმე დღე გათიშული. თვალები რომ გავახილე პირველი ის ვიკითხე - ბაჩო სად არის. მერე უკვე მითხრეს.
თავიდან მომატყუეს, შენი ამბავი რომ გაიგო კიბიდან ჩამოვარდა და ფეხები მოიტეხაო. თითქოს დავიჯერე. ვიძახდი ხმა გამაგონეთ მეთქი. გული გრძნობდა, ტვინს არ უნდოდა ეს ყველაფერი დაჯერება. 26 დეკემბერს ექიმმა მითხრა რომ ბაჩო აღარ იყო. მაშინაც ვერ დავიჯერე. ჩემი დედამთილი კარში რომ შემოვიდა, მთლიანად გაშავებული იყო, მითხრა - „ჩვენი ბაჩუნია აღარ არისო“, ყველაფერი ჩაქრა.
ბაჩო იყო ყველაზე ცუდ მდგომარეობაში, ვერ გადმოიყვანეს ვერანაირად. ბოლოს უთქვამს, ლიკუნიას მიმიხედეთო“, - იხსენებს ლიკუნა კუჭუხიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „როგორც კი 18 წლის გახდები, მაშინვე ცოლად უნდა მოგიყვანოო...“ - რას იხსენებს ლიკუნა კუჭუხიძე