Digest Logo

„ლორენა ბავშვობიდან მუშაობს, ის უსაქმური, დღე-ღამე ხალხის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს... მე ლორენას მხარეს ვარ“- რას წერს გურამ შეროზია

1758785297
გურამ შეროზია

ბლოგერი და მოგზაური გურამ შეროზია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა. იგი ხშირად მოგზაურობს და სხვადასხვა ქვეყნიდან საინტერესო პოსტებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად შეროზია პოსტს აქვეყნებს, სადაც ორი ტრანსგენდერის: ლორენ მასხულიასა და კრისტი ლაბაძის დაპირისპირებაზე საუბრობს:

„ძალიან დამღალა ამ ორის გარჩევებმა, თან, ნაცვლად იმისა, რომ გვერდში დაუდგნენ ერთმანეთს სოლიდარობის ნიშნად - არააჰ! - ჰოდა, მოგახსენებთ აქვე:

ლორენა ბავშვობიდან მუშაობს, ხან კონკურსებს ატარებს, ხან „ივენთებს“ და ცდილობს რაღაცებს; ის უსაქმური, დღე და ღამე ხალხის ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებს.

ეს არის თავისთვის, არავის ერჩის; იმან გადალანძღა, აატირა მთელი შოუბიზნესი.

დაჟე თავის დაქალ, საყვარელ და მხიარულ სელენასაც ეცა.

ეს მეგრულ ლექსებს მაინც წერს; რაღაც „მწერალთა კავშირშიო“ - იმან წერა-კითხვა რომ იცის ჩიქორთულად, ეგეც პატივია:

და ნუ: მასხუ მეგრელია.

ვიდეოებზე ახლა გემოვნების ამბავია - მე რა უფლება მაქვს ვინმე შევაფასო?

ასე რომ - მორჩით შუღლს, გოგოებო, და იდაქალეთ.

თუმცა ამ სიტუაციაში ჩემი ხმა ლორენას - მიეცით ხმა და დავასრულოთ ეს პაექრობა, თორემ ძალიან დაგვღალეს“,- წერს გურამ შეროზია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნინიკო მამარდაშვილი თეთრ ორეულში პოზირებს - „რა კარგ ფორმაში ხარ“

🎥 რამდენად საშიშია კიბორჩხალას ჩხირებისგან მომზადებული სალათები - სპეციალისტის განმარტება

🎥 რას ფიქრობს ახალი თაობა განათლებაზე, კარიერასა და ცხოვრებაზე - ქუჩის გამოკითხვა