
რას გვეუბნება კანონი, როგორ უნდა მოვიქცეთ დაკარგული ნივთის პოვნისას - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „იმედის დილა“ იურისტმა ქეთევან ქიმბარიშვილმა ისაუბრა:
„როდესაც დაკარგულ ნივთს იპოვის პიროვნება, პირველ რიგში უნდა ეცადოს დაუკავშირდეს ნივთის დამკარგავს და მესაკუთრეს. თუ ეს ვერ ხერხდება, მაშინ უნდა დაუკავშირდეს პოლიციას ან ადგილობრივ ორგანოს.
პოლიციაში განცხადების გაკეთებიდან ერთ წელში მპოვნელი იძენს ამ ნივთის მესაკუთრის უფლებას. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მპოვნელისთვის ცნობილი იყო დამკარგავის ვინაობა და უბრალოდ დამალა ამის შესახებ.
თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი პროდუქტები, რომელთა შენახვა დიდ ხარჯებს მოითხოვს.
ამ შემთხვევაში არ ვრცელდება ის ერთ წლიანი ხანდაზმულობის ვადა და შესაძლებელია ამ ვადის გასვლამდეც მოხდეს გასხვისება“, - აღნიშნა ქეთევან ქიმბარიშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ნინიკო მამარდაშვილი თეთრ ორეულში პოზირებს - „რა კარგ ფორმაში ხარ“
🎥 რამდენად საშიშია კიბორჩხალას ჩხირებისგან მომზადებული სალათები - სპეციალისტის განმარტება