დღეს, 2026 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან 9 წელი შესრულდა.
2017 წლის 24 ნოემბერს, საღამოს საათებში გაჩენილმა ხანძარმა და ძლიერმა დაკვამლიანებამ 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ტრაგედიას საქართველოს 10 და ირანის 1 მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 21 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექსპერტიზით დადგინდა, რომ შენობა სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ფუნქციონირებდა. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ პასუხისმგებლობა სასტუმროს ტექნიკურ მენეჯერს (5 წლით და 6 თვით პატიმრობა) და საწყობის ხელმძღვანელს (2 წლით პატიმრობა) დააკისრა.
ტრაგედიის შემდეგ სასტუმროს სახელი შეეცვალა და ფუნქციონირება „ველმონდის“ (JRW Welmond) სახელწოდებით განაგრძო.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ქართველი ვარსკვლავი ფრანგული GQ-ს გარეკანზე: ხვიჩა კვარაცხელია „წლის მამაკაცია“