ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ, GQ France-მა ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „წლის მამაკაცად“ (Man of the Year) დაასახელა.
აღიარებასთან ერთად, ქართველი ფეხბურთელი ჟურნალის სპეციალური გამოშვების გარეკანზეც მოხვდა.
ფოტოებში კვარაცხელია Dior-ისა და Walk in Paris-ის სამოსშია გადაღებული.
GQ France-მა განსაკუთრებით გამოყო კვარაცხელიას გადამწყვეტი როლი „პარი სენ-ჟერმენის“ წარმატებაში, რომელმაც 2025–26 წლების სეზონში ზედიზედ მეორედ მოიგო უეფას ჩემპიონთა ლიგა.
კვარაცხელია 2025–26 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გამოცემამ ხაზი გაუსვა მის ისტორიულ შედეგს - იგი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში შეძლო გოლით ან საგოლე გადაცემით თავის გამოჩენა.
ჟურნალმა აღნიშნა მისი, როგორც საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გავლენა და ლიდერული თვისებები მოედანზე და მის მიღმა.
ნახეთ, ფოტოები 👇


View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლაშა რამიშვილი 46 წლის გახდა