რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ადამიანი მოკლეს. გარდაცვლილი დედა-შვილია.
ბრალდებული გარდაცვლილების ოჯახის წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლი და სიდედრი სასიკვდილოდ მაშინ გაიმეტა, როდესაც დაღუპულები მცირეწლოვან ბავშვს ეტლით ასეირნებდნენ.
საზარელი შემთხვევას ბევრი თვითმხილველი ჰყავს. მათ შორის ერთი მეეზოვე, რომელიც იქვე პარკს ალაგებდა. მისი განცხადებით, ერთ-ერთ გარდაცვლილს ტყვია გულის არეში ჰქონდა მოხვედრილი, საიდანაც სისხლი სდიოდა.
„სულ ხუთი გასროლა გავიგეთ. გავიქეცით, ვიფიქრე, აქ ცუდი რაღაც ხდებოდა. დავინახე 2 ადამიანი და „კალიასკა“, რომელიც ცოტა მოშორებით იყო გამოგორებული.
ბავშვი წლამდე იქნებოდა. მე წამოვიყვანე სკვერში. არ იყო დაშავებული.
სასწრაფოც რომ მოვიდა, გასინჯეს და თქვეს მკვდრები არიანო. ქალს გულში ჰქონდა ნასროლი, გულიდან სისხლი გადმოსდიოდა.
თავდამსხმელიც დავინახე, ახალგაზრდა, გამხდარი, მაღალი ბიჭი იყო. არც გაქცეულა. იძახიან პოლიციას თავად დაურეკაო“, - ამბობს თვითმხილველი.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109 მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: