დოლიძის ქუჩაზე სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი ვერიკო ქუმსიაშვილია.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობას მოკლულის არასრულწლოვანი შვილები, 13 და 15 წლის მოზარდები შეესწრნენ.
საქმის ოქროს მოწმეა ერთი პირი, რომელიც სროლის დროს ტუალეტში იყო ჩაკეტილი.
ადგილობრივების თქმით, მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგეს, რაც გარდაცვლილის შვილები განწირული ხმით ყვიროდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
„ბავშვის კივილი მესმოდა, გოგოსი, გავგიჟდი... მამაჩემმა ესროლაო, ყვიროდა“, - ამბობს ადგილობრივი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: primetime.ge