
გიორგი კეკელიძის ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა ადვილად გასავლელი. იყო ოცნება, მწარე რეალობა, სიკვდილისთვის ფართოდ გახელილი თვალებით ჩახედვა, განცდა, წარმატება, დაღმასვლა და მიუხედავად ამისა, ის დღეს მყარად დგას დედამიწაზე.
გიორგის გარდაცვლილ მამას დღეს დაბადების დღე აქვს. აღნიშნულთან დაკავშირებით მწერალმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და მშობელი გაიხსენა:
„დღეს მამაჩემის დაბადების დღეა. მამაჩემმა ვერაფერი მოასწრო, ვერც ავადმყოფობა.
ამას წინათ, საავადმყოფოს მოსაცდელში რომ ვიდექი, კაცი იდგა სხვაც და ზურგიდან ძალიან ჰგავდა. მაშინ ვინატრე, ნეტავ ასე მაინც ყოფილიყო -მეთქი და ერთად გვევლო ანალიზებზე, გადასხმებზე და მაგგვარ ამბებზე.
გვევლო და გველაპარაკა. სულ ცოტა ხნით რომ ჩავდიოდი შინ, მეუბნებოდა, თხილს რომ ვკრეფ და ბალახს ვცელავ, შენთვის სათქმელს ვაგროვებ და ახლა თლა მავიწყდებაო. ჰოდა, ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები. სად წავიდნენ? რომელი თხილის ძირში ვეძებო ახლა?“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: