Digest Logo

„როგორც ჩვენ ვართ შოკში ისეა აღმზრდელიც, იქ მყოფებიც...“ - რას ჰყვება ადგილობრივი 2 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე

1746543157
2 წლის ბავში

5 მაისს, ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. როგორც „დაიჯესტს“ ადგილობრივებმა აცნობეს, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, დავით მერაბიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ დაიდება.

ექსპერტი ადასტურებს, რომ 2 წლის ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

მომხდარზე საუბრობს ერთ-ერთი ადგილობრივი და ამბობს, რომ ბავშვს არაფერი აწუხებდა:

„ბავშვს არაფერი აწუხებდა, იყო ენერგიით სავსე, იმხელა ბავშვი იყო, რომ ლამის 5 წლისას ჰგავდა. 

ბაღში წავიდა ხალისიანად, რამე პრობლემა რომ ყოფილიყო ასე ვერ იქნებოდა. პედაგოგიც ამას ამბობს, ხალისიანად და ღიმილიანად მიირთვა საკვები, დავაძინეთ და მერე რა მოხდა არ ვიცით. 

ბავშვის დედამ გაიგო საღამოს 5 საათზე დაახლოებით. დაურეკეს ბაღიდან. როგორც ჩვენ ვართ შოკში ისეა აღმზრდელიც, იქ მყოფებიც“, - ამბობს ადგილობრივი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ტრავმული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა, ძიძამ ნახა ბავშვი აგონიაში იყო“ - 2 წლის ბავშვის გარდაცვალების ახალი დეტალები

„დაბუჟებული მაქვს მთელი სხეული, ველოდებით ანალიზის პასუხებს...“ - რას ჰყვება გოგა მანია „დაიჯესტთან“, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა

🎥 „პირველია კვება, თუმცა ეს ხალხი ღვინოსაც სვავს, აქტიურად მუშაობენ ფიზიკურად და გარემოც მნიშვნელოვანია“ - ნათია ფარცხალაძე დღეგრძელობაზე