Digest Logo

„ტრავმული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა, ძიძამ ნახა ბავშვი აგონიაში იყო“ - 2 წლის ბავშვის გარდაცვალების ახალი დეტალები

1746541364
2 წლის ბავშვი

5 მაისს, ქალაქ ახალციხეში 2 წლის მცირეწლოვანი გარდაიცვალა. როგორც „დაიჯესტს“ ადგილობრივებმა აცნობეს, ბავშვი საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, ცუდად გახდომის შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „იმედში“ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

სამცხე-ჯავახეთის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტი, დავით მერაბიშვილი ამბობს, რომ ექსპერტიზის დასკვნა დაიდება ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ.

ექსპერტი ადასტურებს, რომ 2 წლის ბავშვს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

„ჩატარებული იქნა სამედიცინო ექსპერტიზა, აღებული იქნა ყველა ქიმიური კვლევისათვის ორგანოები, სისხლი ქიმიური გამოკვლევისთვის. ვიზუალური დათვალიერებით რაიმე ტრავმული დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნა დაიდება ლაბორატორიული პასუხების მიღების შემდეგ.

როგორც ცნობილია საქმის გარემოებაში, ძიძამ ნახა საწოლზე მწოლიარე ბავშვი აგონიაში. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც გაუწიეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, მაგრამ გულის გაჩერება ვერ აღდგა“, - ამბობს დავით მერაბიშვილი.

ცნობისთვის, 2 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება გრძელდება. საქმე 116-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მცირეწლოვანი ახალციხის კერძო ბაგა-ბაღში გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„დაბუჟებული მაქვს მთელი სხეული, ველოდებით ანალიზის პასუხებს...“ - რას ჰყვება გოგა მანია „დაიჯესტთან“, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა

🎥 „პირველია კვება, თუმცა ეს ხალხი ღვინოსაც სვავს, აქტიურად მუშაობენ ფიზიკურად და გარემოც მნიშვნელოვანია“ - ნათია ფარცხალაძე დღეგრძელობაზე

🎥 „სამყარომ გადაწყვიტა, შექმნას თავის სახის მიხედვით ადამიანის სტრუქტურა, რაც ძალიან მიახლოებულია შემქმნელთან“ - რას ამბობს ნუცა შანშიაშვილი