
ბლოგერი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ საზოგადოების თანადგომით კიდევ ერთ ადამიანს სრულფასოვანი ცხოვრების პირობები მოუწყვეს, რომელსაც უკვე საკუთარი სახლის ჭერიც აქვს.
სინჯიკაშვილი საზოგადოებას თანადგომისთვის, მადლობას უხდის.
„დილიდან გაგახალისებთ
ვახომ ქუჩაში რამდენიმე წელი გაატარა. ბოლოს ნანგრევებში ეძინა, მხედველობა თითქმის დაკარგა და თითქმის სულ მშიერი, ვერც მუშაობდა და ვერც დახმარებას იღებდა. მართლა საშინელება გაიარა.
თქვენი დახმარებით - ვახოს აქვს სახლი, სადაც იცხოვრებს. ცხოვრებაში პირველად აქვს სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორი, ახალი ტანსაცმელი, ცხელი წყალი და სუფთა საწოლი.
ვახოს გავუკეთეთ თვალებზე ოპერაცია, ვუმკურნალეთ და ორივე თვალში აღუდგა მხედველობა.
რას ნიშნავს ეს ადამიანისთვის, ვერც წარმოიდგენთ.
დაენიშნა სოციალური დახმარება და უკვე მუშაობაც შეუძლია. თქვენი, ყველას დახმარებით, ახალი ადამიანია.
სამსახურს ეძებს და ცოლის მოყვანა უნდა. მილიონი მადლობა, ყველას, სათითაოდ“,- წერს აკა სინჯიკაშვილი „ფეისბუკზე“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 „ბარბი“ შიდა გაქირავებაში წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა
🔵 „ორი წამი განსაზღვრავს, ვინ ხარ“ - რას წერს გია მურღულია
🔵 „მაჯის საათი მოიხსნა და მამა გაბრიელის განსასვენებელს დაადო, პატარაობიდან მადლს აგროვებდა“ - იზა ომაძე ნიკოს აქამდე უცნობ ფოტოს ავრცელებს