Digest Logo

„ბარბი“ შიდა გაქირავებაში წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა

1693116118
ბარბიბარბიბარბი

პრემიერიდან მხოლოდ 35 დღეში, ზაფხულის ბლოკბასტერი „ბარბი“, შიდა გაქირავებაში, წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა.

შედეგად, გრეტა გერვიგის რეჟისორობით გადაღებულმა კინოსურათმა, „სუპერ მარიო ძმების ფილმს“ გადაასწრო, რომელიც კინოთეატრებში მიმდინარე წლის დასაწყისში გამოჩნდა.

Variety-ის მონაცემებით, შიდა გაქირავებაში, „ბარბის“ შემოსავალმა, ხუთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, $575.4 მილიონს მიაღწია.

რაც შეეხება ვიდეოთამაშით ინსპირირებულ სუპერ მარიოს ფილმს, მან შიდა სალაროებში $574 მილიონი გამოიმუშავა. თუმცა, მეხუთე შაბათ-კვირას, „ბარბის“ პირველობა ახალგამოსულმა „ლურჯმა ხოჭომ“ ჩამოართვა, რომელმაც შიდა სალაროებში $25.4 მილიონი გამოიმუშავა, მაშინ როდესაც „ბარბის“ შემოსავალმა $21.5 მილიონი შეადგინა.

Box Office Mojo-ს მონაცემებით, 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ხუთეულში კი მომდევნო სამი პოზიცია ასეთია: „სპაიდერმენი: სამყაროთა შორის“ ($381 მილიონი), „გალაქტიკის მცველები 3“ ($359 მილიონი) და „პატარა ქალთევზა“ (297.2 მილიონი).

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „შოვი იყო მისი ბედისწერა, აქ გაიცნო მეუღლე... ამბობდა, ამაზე ლამაზ და ჯანმრთელ ადგილას სად წავალთო! გიომ სიცოცხლე უნდა გააგრძელოს, მის ანგელოზებს ყველაზე მეტად ეს ენდომებათ“ - რას ჰყვება ახლობელი ოჯახზე, რომლის 4 წევრი სტიქიამ იმსხვერპლა

🔵 „გონებიდან არ ამომდის... პატარა ხელებით ეფერებოდა და კოცნიდა ხელზე” - შოვში დაღუპული პატარა ანასტასიას ცხედარიც იდენტიფიცირებულია

🔵 „20 დღე, ხელში თოჯინით ეძებდა საკუთარ ოჯახს, ბოლოს ცხედრებიც სანატრელი გაუხდა...ასეთია სინამდვილეში ჯოჯოხეთი“ - ნანუკა ჟორჟოლიანი