
ბრაზილიაში ქალი დამკრძალავი ბიუროს თანამშრომლის ყურადღების მიპყრობის მიზნით 1,5 წლის განმავლობაში სხვადასხვა ადამიანის გასვენებაში დადიოდა.
დანიელამ აპოლო სკარიოტა პირველად თავისი ნაცნობის გასვენებაში, 2023 წლის აპრილში დაინახა.
ქალს იგი ძალიან მოეწონა, მაგრამ გაცნობა მოერიდა, ამიტომ სხვა გზით გადაწყვეტა მოქმედება. თვეში სამჯერ იგი დადიოდა დაკრძალვებზე, რომლებსაც სკარიოტა ატარებდა.
ეს უცნაურად არავის მოეჩვენა, რადგან ქალი პატარა დასახლებულ პუნქტში ცხოვრობს, სადაც 2 832-ვე ბინადარი ერთმანეთს ასე თუ ისე იცნობს. სკარიოტმა სინიორს ყურადღება მხოლოდ 1,5 წლის შემდეგ მიაქცია.
უკვე 2024 წელს წყვილი დაქორწინდა.
აღსანიშნავია, რომ სკარიოტი ვერ მიხვდა, რომ სინიორი მასზე „ნადირობდა“. ქალმა ამის შესახებ მას მოგვიანებით მოუყვა. რადგან დაკრძალვებმა მათ ცხოვრებაში ასეთი დიდი როლი ითამაშა, წყვილი საკუთარ ქორწილში კატაფალკით მივიდა, რომელზეც ეწერა „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სოროებში არიან, ეძებენ მეძებარი ძაღლები“ - ოთარ ტატიშვილი „კვარას“ კრიტიკოსებზე