
ალბათ, ყველას კარგად ახსოვს ბოლო პერიოდში გავრცელებული ვიდეო გრანდიოზული ქორწილიდან, რომელიც ქუთაისში გაიმართა.
ქორწილმა არამხოლოდ საქართველო, არამედ ევროპული მედიაც აალაპარაკა.
ქორწილის დედოფალ, დიზაინერ მაკო ყაველაშვილს ცოტა ხნის წინ გოგონა ეყოლა და მას მილა დაარქვა.
მაკო ყაველაშვილს ოჯახში „სხვა რაკურსის“ გადამღები ჯგუფი სტუმრობდა და მან საზოგადოებას დედამთილიც გააცნო:
„ჩემი სურვილი იყო ბევრი წინაღობისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, გრანდიოზული ქორწილი გადამეხადა. ჩემი ოცნება იყო ქორწილი და ჩემ გარდა არავის არ უნდოდა. რომ დავიბადე ალბათ იქიდან ვვოცნებობდი ქორწილზე და თეთრ კაბაზე. ჩემ მეუღლეს დიდ მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის. ჩემ შვილზე წინ არასოდეს არავის არ დავაყენებ, მით უმეტეს მამაკაცს - ამას ვამბობდი ყველასთან სულს. იუმორით გამორჩეული ადრე არ ვიყავი. ჩემი საქმე რომ წამოვიწყე და სოციალურ ქსელებში გავაქტიურდი მაშინ უფრო პოზიტიური გავხდი“, - აღნიშნა მაკო ყაველაშვილმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სიყვარულის ისტორია, რომელიც კეთილად დამთავრდა - გაიცანით წყვილი ქუთაისიდან