რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მწერალ დათო ტურაშვილის ფოტოები გავრცელდა, რომელიც გადაღებულია კრემლში, წითელ მოედანზე მიხალკოვის სიძესთან ერთად.
აღნიშნულმა კადრებმა საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია, იმის ფონზე, რომ მწერალი მუდმივად აკრიტიკებს საჯარო პირების იმ კატეგორიას, რომელთაც გარკვეული კავშირი აქვთ რუსეთთან.
დათო ტურაშვილმა სკანდალზე პირველი კომენტარი გადაცემაში „მე-17 სართული“ გააკეთა👇
„რომელიღაც სააგენტომ ჩემი ფოტო გაავრცელა, რომელიც მოსკოვშია გადაღებული. არ მგონია, რომ ბოროტი განზრახვით ექნათ, მე რომ ნერვები მომშლოდა, უბრალოდ ალბათ, გულუბრყვილოდ გაავრცელა, ვითომ სკანდალი იყო.
ეს ფოტო ნამდვილია, მოსკოვში 2 მიზეზის გამო ვარ ნამყოფი.
წიგნი, რომელიც 2008 წლის ომის მერე გამოვეცი, „ჯინსების თაობა“, ყველაზე მეტად მინდოდა რუსეთში წაეკითხათ. ახლაც მინდა, რომ ეს წიგნი რუსეთში გამოიცეს...“, - განაცხადა დათო ტურაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი ენერგეტიკა გვაქვს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? - ანზორ ოდიშარიას განმარტება