მუსიკოსი, თემურ ცაგურია რომლის ჰიტად ქცეული სიმღერები თითქმის ყველამ იცის, მრავალფეროვანი ადამიანია. მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო ისტორიებით.
იგი გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებში“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც დანგრეული ოჯახსა და „რეროში” ნაპოვნ სიყვარულზე ისაუბრა.
„ჩემი მეუღლე არის მუზა მთელი ჩემი კრებულის. მთელი რიგი ლექსები მივუძღვენი მას. პირველი სიყვარული 7 წლის ასაკში მეწვია. დედაჩემი იყო ქობულეთში სანატორიუმის დირექტორი, მის მოადგილეს გოგონა ჰყავდა, და მას ვუთხარი, რომ მოდი ცოლ-ქმარი ვიყოთთქო.
„რეროში“ რომ დავიწყე მუშაობა შემხვდა ჩემი მეუღლე რერა. 31 წელია რაც ერთად ვართ. ეს არის ჩემი მეორე მეუღლე. პირველი მეუღლე იყო ლალი, ორი წლით უმცროსი ჩემზე. მე 23 წლის ვიყავი, ცოლად რომ მოვიყვანე. 4 წელი ვიყავით ერთად, ცოტა რთულია გახსენება რა მოხდა“, - აღნიშნა თემურ ცაგურიამ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ეს გოგო თავის ძმას რატო ეკვეხება?!“ - რას პასუხობს ნინიკო მამარდაშვილი კრიტიკოსებს