Digest Logo

„დაე, ისეთი იყოს, მისი დაკარგვა თუ დავიწყება დასანანი გახდეს“ - რას წერს გია მურღულია

1721237926
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო შინაარსის პოსტს აქვეყნებს;

„რომელია ჯაჭვის მთავარი რგოლი?
პირველი რომ გამოაკლო, მეორე გახდება პირველი და ჯაჭვი დარჩება.
ბოლო რომ გამოაკლო, ბოლოსწინა გახდება ბოლო და ჯაჭვი დარჩება.
შუა რომ გამოაკლო, ვერაფერი შეცვლის და ჯაჭვი გაწყდება.
თუმცა საქმე ის არის, რომ უბრალო ჯაჭვი ადამიანის ცხოვრების ზუსტ ანალოგიად ვერ გამოდგება:
დაბადების დღეს მომდევნო გათენება ვერ შეცვლის.
სიკვდილის დღესაც მისი წინა გათენება ვერ ჩაანაცვლებს.
ვერც შუა სიცოცხლის ერთი დღის გამოკლება "გაწყვეტს" (მოკლავს, მოსპობს, გაანადგურებს) კაცის მთელ ცხოვრებას.
დღეს ჯაჭვს ახალი რგოლი მიემატება.
დაე, ისეთი იყოს, მისი დაკარგვა თუ დავიწყება დასანანი გახდეს.
არ გაწყვიტო შენი ცხოვრება - სამოთხეში მთლიან ადამიანს ელიან და არა მის ნაწილს.
რაც სულს დაბადებით მსჭვალავს (სიყვარული, სიკეთე, თავისუფლება, ღირსება, იმედი, შემოქმედება...) მეტია იმაზე, რაც მას აზიანებს.
ჩვენი ცხოვრების რგოლებს სწორედ ის აერთიანებს“, - წერს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„5 წლის ასაკში ლიონიდან გაუშვეს, პატარა ხარ და ვერ ითამაშებ ფეხბურთსო....ახლა კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“ - გიორგი მიქაუტაძეზე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება

🎥 „ბევრი იფიქრე მუსიკაზე და ნაკლები ფულზე, შემდეგ კი ყველაფერი კარგად იქნებაო“ - როგორია ოთო ნემსაძის ცხოვრება მუსიკის მიღმა

გაფიცვები კვების ინდუსტრიაში, გამოწვევები, მნიშვნელოვანი პროცესების დაწყება - ასტროლოგი ივლისის დაბრკოლებაზე საუბრობს