Digest Logo

„ჩემი პატარა ქალიშვილი, მატილდე უნდა ვავარჯიშო, რომელთან ერთადაც არასდროს ვყოფილვარ“ - ჟურნალისტი ნინა მამუკაძე სპალეტის „ნაპოლიდან“ წასვლას ეხმაურება

1685424955
ნი8ნა მამუკაძე

მომავალ სეზონში ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ აღარ გაწვრთნის.

ამის შესახებ Goal-ი კლუბის პრეზიდენტზე, აურელიო დე ლაურენტისზე დაყრდნობით წერს.

სპალეტის „ნაპოლისთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ერთ წელი რჩებოდა, თუმცა მან კლუბის პრეზიდენტს სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ სთხოვა.

აღნიშნულ ფაქტს იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ჟურნალისტი ნინა მამუკაძე ეხმაურება:

„რას პასუხობს „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი კითხვაზე: რატომ ტოვებს კლუბს?

ლუჩანო სპალეტი:

„ჩემი პატარა ქალიშვილი, მატილდე უნდა ვავარჯიშო, რომელთან ერთადაც არასდროს ვყოფილვარ. დაღლილობას ვგრძნობ, დასვენება მჭირდება და აზრს არ შევიცვლი. ჩვენ ხომ საკუთარი გადაწყვეტილებების გამოც ვიზრდებით. მე ასე გადავწყვიტე.

მე არ შემიძლია დავაბრუნო ის, რასაც ვღებულობ, წარმოუდგენელი რამაა. არადა, საკმაოდ ეკონომიური მწვრთნელი ვარ, აგენტიც კი არასდროს მყოლია. დე ლაურენტისთან მარტო წარვდექი. თუმცა, მისი გაცნობის შემდეგ, სამომავლოდ აგენტი ალბათ დამჭირდება“,- წერს ნინა მამუკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „მე მაპატიეთ, მაგრამ „საქართველო“ ლამაზად მარტო ქართულად ჟღერს. „Sakartvelo“ სულაც არ მელამაზება“- რას წერს მერაბ მეტრეველი

🔵 „აი ასეთი გახლავთ სწორი ქურდული აღზრდა, დილა დავიწყოთ მაფიოზურად“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე იტალიური მაფიის ბოსზე, რომელსაც 16 წელი ეძებდნენ, და აღმოჩნდა, რომ პიცერიაში მცხობელად მუშაობდა

🎥 „რა ლამაზი ოცნებები გქონდა, ჩემო ლამაზთვალება“ - გიორგი მირზაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან