„მე მაპატიეთ, მაგრამ „საქართველო“ ლამაზად მარტო ქართულად ჟღერს. „Sakartvelo“ სულაც არ მელამაზება“- ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს.
„მე მაპატიეთ, მაგრამ „საქართველო“ ლამაზად მარტო ქართულად ჟღერს.
„Sakartvelo“ სულაც არ მელამაზება.
და ქართველი როგორ იქნება უკრაინულად? „საკარტველოც“?
ვისაც არ სურს რუსული „გრუზია“ დაგვიძახოს, იმან დაგვიძახოს „ჯორჯია“, თუმცა სლავურ ქვეყნებში თუ „გრუზიას“ დაგვიძახებენ, ვერც ამაში ვხედავ პრობლემას.
იაპონიაში რატომ გვეძახიან „გრუზიას“ ეს ვერ გავიგე თორემ...“,- წერს მეტრეველი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რა ლამაზი ოცნებები გქონდა, ჩემო ლამაზთვალება“ - გიორგი მირზაშვილს მეგობრები ემშვიდობებიან