იდენტური ტყუპები ბუნების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფენომენად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ მათ თითქმის ერთნაირი გენეტიკური კოდი აქვთ და გარეგნულად ხშირად ერთმანეთისგან გარჩევაც რთულია, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასაკთან ერთად მათ შორის განსხვავებები მაინც ჩნდება. როგორ ყალიბდებიან იდენტური ტყუპები, რა აერთიანებთ და რა განასხვავებთ მათ – ეს თემა დღემდე არ კარგავს საზოგადოების ინტერესს.
გადაცემა „პრაიმშოუს“ 10 ივნისის ეპიზოდი სწორედ იდენტურ ტყუპებს მიეძღვნა.
სტუდიაში სტუმრად იმყოფებოდნენ იდენტური ტყუპები, დარინე და ნონიტა ტარიელაშვილები, რომელთაგან ერთ-ერთს თავადაც ტყუპები ჰყავს:
„შოკი იყო ჩემთვის, როცა გავიგე, რომ ტყუპებს ველოდებოდი. არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ მე თავადაც ტყუპები მეყოლებოდა. პირველად რა თქმა უნდა ჩემ ტყუპისცალს ვუთხარი. შოკში იყო როცა გაიგო. ჩვენც რომ ტყუპები ვართ ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა ამ ცხოვრებაში. ჩემი შვილებიც, რომ ტყუპები არიან ეს არის უფლის საჩუქარი“, - აღნიშნა დარინე ტარიელაშვილმა.
ტყუპისცალზე და დის შვილებზე ისაუბრა ნონიტა ტარიელაშვილმაც:
„ვიცოდი რომ ორსულად იყო და მიდიოდა ექიმთან. ვფიქრობდი რა შეიძლება მითხრას. როცა მითხრა ორნი არიანო, შოკი მქონდა. ძალიან დიდი ბედნიერება იყო ამის გაგება.
ბავშვობაში მე უფრო მხიარული ვიყავი, თუმცა ხმაც ერთნაირი გვქონდა. მე მხიარული და ცანცარა ვიყავი, ჩემი და კი ბევრად სერიოზული“, - აღნიშნა ნონიტა ტარიელაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გვანცა დარასელია ახალ კადრებს გვიზიარებს - „ულამაზესი და უმშვენიერესი“
🎥 „ბევრი დრო არ მაქვს დარჩენილი...“ - ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე