Digest Logo

„ჩემი შვილი წყალში დაიხრჩო… ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია... ასე მეგონა, მასთან ერთად სამყარომ არსებობა შეწყვიტა“ - თიკა ფაცაციას დედა ოჯახის ტრაგედიაზე

1734674268
თიკა ფაცაციას დედა

მოდელის, ტელეწამყვანის და მომღერლის თიკა ფაცაციას დედა, მანანა ცხაკაია ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს თავისი ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდს, როდესაც მისი ვაჟი გარდაიცვალა:

„იმ ზაფხულს ჩემი ვაჟი პიონერთა ბანაკისთვის გავიმეტე, როგორც მერე მითხრეს, ბანაკშიც გამორჩეული იყო, აქტიურობდა. არ ვიცი, იმ საშინელ დღეს რა მოხდა, ბავშვებმა ხელი ჰკრეს თუ წყალში თავად ჩავარდა… ჩემი შვილი წყალში დაიხრჩო… ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია. ასე მეგონა, მასთან ერთად სამყარომ არსებობა შეწყვიტა. მახსოვს, როგორ გამიკვირდა, ქუჩაში გოგონას სიცილი რომ გავიგონე.

ეს ტრაგედია რომ მოხდა, თიკა 3 წლის იყო. ერთ დღეს საბავშვო ბაღში თიკას ზეიმზე დამიბარეს. თავს ძალა დავატანე და წავედი. სახლში თიკაც ძალიან მოწყენილი იყო. საბავშვო ბაღში კი სხვანაირი თიკა აღმოვაჩინე, ბავშვი მღეროდა, ცეკვავდა, ყველაფერში ლიდერობდა. მაშინ დავიწყე ფიქრი, თიკასთვის მეტი ყურადღება მიმექცია. მისი შესაძლებლობებით დავინტერესდი. გამახსენდა, რომ ჩემი გოგონას ბალერინობაზე ვოცნებობდი. ფაქტობრივად, თიკამ სიცოცხლე დამიბრუნა, ცხოვრებისკენ შემომაბრუნა…“, - ამბობს მანანა ცხაკაია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„5 წელია ოთხმა ლაჩარმა კაცუნამ ცხოვრება დაუსრულებელ წვალებად გვიქცია, 5 წელია ცოტნეს ბიოლოგიური დედა მამაპაპისეულ სახლში არ უშვებს…“ - რას წერს ანა ჯაბაური

7 ქვეყანა, სადაც ახალი წელი 1-ელ იანვარს არ დგება

როგორ გადავარჩინოთ ახალი წელი ანუ როგორ შევხვდეთ 2025 წელს? ტოპ 3 იდეა